from 0 review
6 Hours
Daily Tour
19 people
English, Russian
მცხეთა და ჯვარი საქართველოს გულად ითვლება, სადაც თითოეული ქვა ისტორიას ინახავს. იქ მოგზაურობა ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს — ძველი ტაძრების დიდებული არქიტექტურიდან დაწყებული, არაგვისა და მტკვრის შესართავის თვალწარმტაცი ხედებით დასრულებული, რომლებიც მიხეილ ლერმონტოვმაც კი აღწერა პოემაში „მწირი“.
Meeting point
Место встречи
ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ზედ გადაჰყურებს ქალაქს. სწორედ აქედან იშლება ის ლეგენდარული პანორამული ხედი, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს ერწყმის, და სადაც მიხეილ ლერმონტოვის „მцыри“-ს სტრიქონები ცოცხლდება.
Один из величайших памятников грузинской архитектуры – храм и монастырь VI века, расположенный на вершине скалистой горы. Монастырь Джвари включен в список сокровищ мирового искусства ЮНЕСКО.С южной стороны главного храма находится вход к источнику Святой Нино.
მცხეთა - მხოლოდ უძველესი დედაქალაქი არ არის — ეს არის საქართველოს სულიერი აკვანი, სადაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ ქართველი ერის სულიერი განათება დაიწყო. სწორედ აქ, არაგვისა და მტკვრის შესართავთან, მოიტანა კაბადოკიიდან მოციქულთასწორმა ქალწულმა ჯვარი, რომელიც მაცხოვრის კვართთან და საქართველოს ისტორიულ არჩევანთანაა დაკავშირებული. მცხეთაში ყოველი ნაბიჯი წმინდა ნინოსა და მეფე მირიანის ეპოქას ახსენებს მლოცველებსა და მოგზაურებს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - (XI საუკუნე) მცხეთისა და მთელი საქართველოს გულია, პირველი და მთავარი ქრისტიანული სალოცავი ქვეყანაში. ტაძრის სახელწოდება და არსი უკავშირდება „ღვთივბოძებულ სვეტს“, რომელიც წმინდა ნინოს ლოცვითა და სასწაულით დამყარდა. სწორედ ამ საოცარ ტაძარშია დაკრძალული უფლის ხელთუქმნელი კვართი და საქართველოს მეფეთა განსასვენებელი. მისი დიდებული არქიტექტურა, ფრესკები და საუკუნეების მადლი ყოველ მნახველს აოცებს.
სამთავრო — წმინდა ნინოს, მეფე მირიანისა და მამა გაბრიელის სავანე
სამთავროს ფერისცვლადის დედათა მონასტერი - მცხეთის კიდევ ერთი უდიდესი და განუმეორებელი სიწმინდეა. გადმოცემის თანახმად, როდესაც წმინდა ნინო მცხეთაში მოვიდა, თავდაპირველად სწორედ ამ ადგილას, მაყვლის ბუჩქის ქვეშ ცხოვრობდა და ლოცულობდა („მაყვლოვანი“). ტაძრის შიგნით დაკრძალულნი არიან საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა.
სამთავრო განსაკუთრებული მადლით ივსება იმითაც, რომ ამავე მონასტრის ეზოში განისვენებს XX საუკუნის დიდი ქართველი წმინდანი — არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე). ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების სიწმინდე, ძველი მეფეების ისტორია და მამა გაბრიელის უდიდესი სულიერი სითბო ერთმანეთს ერწყმის.
End of tour Tbilisi
Leave a reply