from 0 review
12 Hours
Daily Tour
19 people
English, Russian
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და მისტიკური რეგიონი – ყაზბეგი! განსაცვიფრებელი მთის პეიზაჟები, უძველესი ისტორიული ადგილები. გზად თქვენ გაივლით სანახაობრივ საქართველოს სამხედრო გზას, ეწვევით ანანურის ციხეს, დატკბებით გუდაურის პანორამული ხედებით და, რა თქმა უნდა,მოინახულებთ ყაზბეგის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას – გერგეთის სამების ეკლესიას, რომელიც ამაყად დგას მთის წვერზე და გადაჰყურებს მდინარე თერგის ხეობას.
მზად ხართ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის?
ანანურის ციხე ანანურის არქიტექტურული კომპლექსი არის ფეოდალური ხანის (XVI-XVIII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ანანურის არქიტექტურული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია რელიგიური, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქის ძეგლები სპორადულად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ რამდენიმეა ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად შემონახული.
ჟინვალის წყალსაცავი ის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზე ადგილია და უამრავ ტურისტს იზიდავს. წყალსაცავის ნაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლიც - ანანურის კომპლექსი, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს ამ ადგილს.
თეთრი და შავი არაგვის სართავი შავი და თეთრი არაგვის მდინარეებს სახელები საფუძვლიანი მიზეზით აქვთ: თითოეულის სათავე შესაბამისი ფერის ქვებს შეიცავს და წყლებს კონტრასტული ფერები აქვთ.არსებობს რამოდენიმე მითც,რომელსაც ჩვენი გიდების მონაყოლიდან მოისენთ.
მეგობრობის თაღი- აღიმართა 1983 წელს, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავის აღსანიშნავად და საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებული მეგობრობის აღსანიშნავად.
გუდაური - სამთო-სათხილამურო კურორტი — სოფელი და სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ხელუხლებელი სათხილამურო კურორტი (ზღვის დონიდან 2000-3300 მ). ყველა სეზონი გთავაზობთ მთიან რეგიონში სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობას.
გერგეტის სამება - (წმინდა სამების ეკლესია) არქიტექტურული კომპლექსია საქართველოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე. ტაძარი აგებულია XIV საუკუნეში (1300-იანი წლები).
აშენებულია ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძრების სტილში.საქართველოს მძიმე პერიოდებში , აქ დროებით ინახებოდა მნიშვნელოვანი საეკლესიო სიწმინდეები, მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარი.
საბჭოთა პერიოდში ტაძარი დაკეტილი იყო, თუმცა 1980-იან წლებში აღდგა მსახურება.
Leave a reply