წესები და პირობები

  1. მომსახურების მიმწოდებელი:

    ტურ-ოპერატორი / ინდივიდუალური მეწარმე: ეკა ნიკოლაიშვილი (ს/კ: 01003011048)

    ვებ-საიტი: https://travelbag.ge/

    საინფორმაციო ელ. ფოსტა: info@travelbag.ge

    1. ზოგადი პირობები და ჯავშნის გაფორმება

    1.1. ასაკობრივი ზღვარი და უფლებამოსილება:

    ვებ-საიტზე ჯავშნის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ 18 წლის ან უფროსი ასაკის ქმედუნარიანი პირებისთვის. ჯავშნის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც საკუთარი, ისე მასთან ერთად მოგზაური ჯგუფის წევრების სახელით.

    1.2. ჯავშნის სისწორე:

    მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ჯავშნისას მითითებული მონაცემების (თარიღი, საათი, მონაწილეთა რაოდენობა, საკონტაქტო ინფორმაცია) სიზუსტეზე. Travel Bag არ იღებს პასუხისმგებლობას არასწორად მითითებული ინფორმაციით გამოწვეულ შეფერხებებზე.

    1.3. ჯავშნის დრო და სატელეფონო დადასტურება (12 საათი):

    ტურის დაჯავშნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. თუმცა, თუ ტურის დაწყებამდე დარჩენილია 12 საათი ან ნაკლები, მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის გაკეთებასთან ერთად დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ორგანიზატორს ტელეფონით (+995 591 218 212) თავისუფალი ადგილების გადასამოწმებლად და ჯავშნის დასადასტურებლად. სატელეფონო დადასტურების გარეშე, ადგილების არარსებობის შემთხვევაში, ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ჯავშნის შესრულებაზე.

    1.4. ბილეთებისა და დადასტურების გაგზავნა:

    ელექტრონული ბილეთები, ვაუჩერები და ჯავშნის დადასტურება მომხმარებელს გაეგზავნება ოფიციალური ელფოსტიდან: travelbag.geo@gmail.com.

    1.5. გადახდის პირობები და ფასის გარანტია:

    ჯავშნის დასადასტურებლად მომხმარებელი იხდის ღირებულების 30%-ს ავანსის სახით ვებ-საიტის დაცული გადახდის სისტემით. დარჩენილი 70%-ის გადახდა ხდება ტურის დაწყებამდე ან უშუალოდ ტურის დაწყებისას. ავანსის გადახდის შემდეგ ტურის ფასი ფიქსირდება და სავალუტო კურსის ცვლილების გამო არ გაიზარდება.

    1.6. ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება:

    ტურის მიმდინარეობისას გადაღებული ზოგადი ფოტო/ვიდეო მასალა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს Travel Bag-ის მარკეტინგული მიზნებისთვის (სოციალურ ქსელებსა და ვებ-საიტზე). თუ მომხმარებელს არ სურს მისი კადრში გამოჩენა, მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ორგანიზატორს ტურის დაწყებამდე.

    1.7. კორპორატიული და სააგენტო ჯავშნები (B2B):

    ტურ-აგენტების, გიდების, სასტუმროებისა და კორპორატიული პარტნიორებისთვის მოქმედებს თანამშრომლობისა და ანგარიშსწორების სპეციალური პირობები, რომლებიც რეგულირდება ცალკე გაფორმებული B2B ხელშეკრულების საფუძველზე.

    1.8. ფასებისა და წესების ცვლილება:

    ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ვებ-საიტზე მითითებულ მომსახურების ფასებში, მარშრუტებსა და წინამდებარე წესებსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ვებ-საიტზე გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებები არ ეხება იმ ჯავშნებს, რომლებიც მომხმარებლის მიერ უკვე დადასტურებულია და გადახდილია შესაბამისი ავანსი.

    2. მგზავრობის პირობები, გამოცხადება და პასუხისმგებლობა

    2.1. შეკრების ადგილზე გამოცხადება:

    მომხმარებელი ვალდებულია ტურის/ტრანსფერის დაწყების ადგილზე გამოცხადდეს სულ მცირე 15 წუთით ადრე.

    2.2. დაგვიანება შეკრებისას და კომუნიკაცია:

    მაქსიმალური სალოდინო დრო შეკრების ადგილზე შეადგენს 15 წუთს. თუ მომხმარებელი აგვიანებს ან ვერ პოულობს შეკრების ადგილს, მან დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს ნომერზე: +995 591 218 212. თუ მომხმარებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება და მან არ შეატყობინა ორგანიზატორს, ტური ითვლება გაუქმებულად მომხმარებლის მიზეზით და თანხა უკან არ უბრუნდება.

    2.3. ლოკაციებზე დაგვიანება და განრიგის დაცვა:

    ტურის მიმდინარეობისას ლოკაციებზე/გაჩერებებზე მომხმარებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას გიდის ან მძღოლის მიერ გამოცხადებული შეკრების დრო. დაგვიანების შემთხვევაში (10-15 წუთზე მეტი), ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე, ტურმა შესაძლოა გააგრძელოს მარშრუტი დაგვიანებული მგზავრის გარეშე. ასეთ დროს, ჯგუფთან დაწევის ან უკან დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ფარავს თავად დაგვიანებული მომხმარებელი.

    2.4. მგზავრობის ხანგრძლივობა:

    ვებ-საიტზე მითითებული მგზავრობის/ტურის დრო არის სავარაუდო. Travel Bag არ არის პასუხისმგებელი საგზაო საცობებით, უამინდობით ან მძღოლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეულ დაგვიანებებზე.

    2.5. პირადი ნივთები და ბარგის ლიმიტი:

    • ბარგის ლიმიტი: თითოეულ მგზავრზე უფასოდ დაშვებულია მხოლოდ 1 სტანდარტული ბარგი/ჩანთა.

    • დამატებითი ბარგი: დამატებითი ბარგის წამოღება დაშვებულია მხოლოდ ორგანიზატორთან წინასწარი შეთანხმებით და მასზე მოქმედებს დამატებითი საფასური (ტრანსპორტში თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში).

    • პასუხისმგებლობა: მგზავრები თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ბარგსა და პირად ნივთებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტრანსპორტში ან ტურის მიმდინარეობისას ნივთების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.

    2.6. ვიზები და სასაზღვრო დოკუმენტაცია:

    საზღვარგარეთის მოქალაქეები თავად არიან პასუხისმგებელნი საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად საჭირო პასპორტის, ვიზისა და სამედიცინო მოთხოვნების დაცვაზე. Travel Bag არ აგებს პასუხს, თუ ტურისტს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე სახელმწიფო უწყებების მიერ.

    2.7. ქცევის წესები, ჰიგიენა და უსაფრთხოება:

    • კვება ტრანსპორტში: ტრანსპორტის სისუფთავის, ჰიგიენისა და სხვა მგზავრების კომფორტის დასაცავად, სატრანსპორტო საშუალების სალონში საკვების მიღება (ჭამა) აკრძალულია. ნებადართულია მხოლოდ დახურული ბოთლით წყლისა და უალკოჰოლო სასმელების შეტანა.

    • დისციპლინა: ტურისტები ვალდებულნი არიან დაიცვან უსაფრთხოების წესები და პატივი სცენ გიდს, მძღოლს და ჯგუფის სხვა წევრებს. არაფხიზელ (ალკოჰოლური/ნარკოტიკული) მდგომარეობაში მყოფ პირს ან აგრესიულად განწყობილ მგზავრს შესაძლოა უარი ეთქვას ტურში მონაწილეობაზე ან მოიხსნას მარშრუტიდან თანხის დაბრუნების გარეშე.

    2.8. პროგრამით გაუთვალისწინებელი ლოკაციები და დამატებითი დრო:

    • სტანდარტული მარშრუტი: ტურის ღირებულება მოიცავს მხოლოდ ვებგვერდზე/პროგრამაში წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებს, გაჩერებებსა და ტურის ხანგრძლივობას.

    • დამატებითი ლოკაციები და მარშრუტის შეცვლა:

      • ჯგუფურ ტურებში მარშრუტის შეცვლა და პროგრამით გაუთვალისწინებელი ლოკაციების დამატება არ არის შესაძლებელი.

      • ინდივიდუალურ (პრივატულ) ტურებში მარშრუტის შეცვლა ან დამატებითი ლოკაციების დამატება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის სურვილით, მძღოლთან/გიდთან და ორგანიზატორთან წინასწარი შეთანხმებისა და თანხის დამატების სანაცვლოდ.

    • დამატებითი დრო: ტურისთვის გამოყოფილი სტანდარტული დროის გადაცილების შემთხვევაში (მომხმარებლის ინიციატივით ან/და ლოკაციებზე დაგვიანებით დარჩენის გამო), ყოველი დამატებითი საათი ექვემდებარება დამატებით გადახდას მოქმედი ტარიფის მიხედვით.

    2.9. ფორს-მაჟორი და დამატებითი ხარჯები:

    ფორს-მაჟორული გარემოებების გამო (ზვავი, სტიქია, გზის ჩაკეტვა) ტურის მსვლელობისას მარშრუტის იძულებითი ცვლილების ან დაყოვნების შემთხვევაში, დამატებითი ღამისთევის, კვების ან ალტერნატიული ტრანსპორტის ხარჯებს ფარავს თავად მომხმარებელი.

    3. ჯავშნის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

    3.1. გაუქმების ვადები და ავანსის დაბრუნება (100%):

    • ჯგუფური ტურები: ჯავშნის გაუქმება და გადახდილი 30%-იანი ავანსის 100%-ით (სრულად) დაბრუნება შესაძლებელია ტურის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.

    • ინდივიდუალური / შეკვეთილი ტურები: ჯავშნის გაუქმება და გადახდილი 30%-იანი ავანსის 100%-ით (სრულად) დაბრუნება შესაძლებელია ტურის დაწყებამდე არანაკლებ 48 საათით ადრე.

    3.2. გაუქმების პროცედურა:

    ჯავშნის გაუქმებისა და ავანსის დაბრუნებისთვის მომხმარებელი ვალდებულია დარეკოს ჯავშნების განყოფილების ნომერზე: +995 591 218 212 და ოპერატორს აცნობოს გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი პროგრამულად განახორციელებს ჯავშნის გაუქმებას.

    3.3. დაგვიანებული გაუქმება (არ დაბრუნება):

    • თუ ჯგუფური ტური უქმდება ტურის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ ვადაში, გადახდილი 30%-იანი ავანსი არ უბრუნდება მომხმარებელს.

    • თუ ინდივიდუალური / შეკვეთილი ტური უქმდება ტურის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლებ ვადაში, გადახდილი 30%-იანი ავანსი არ უბრუნდება მომხმარებელს.

      (აღნიშნული თანხა ხმარდება ტურის წინასწარი ორგანიზების, ტრანსპორტის/სასტუმროს დაჯავშნისა და გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებს).

    3.4. გაუქმება ორგანიზატორის მიერ:

    ფორს-მაჟორული სიტუაციების (სტიქია, გზების ჩაკეტვა, უამინდობა) ან ორგანიზატორის მიერ ტურის გაუქმებისას, მომხმარებელს სთავაზობენ სხვა ალტერნატიულ ტურს, ტურის გადატანას სხვა თარიღზე, ან გადახდილი 30%-იანი ავანსის სრულად (100%) უკან დაბრუნებას.

    3.5. ფინანსური პასუხისმგებლობა, გადასახადები და თანხის დაბრუნება:

    ვებ-საიტზე (https://travelbag.ge/) განხორციელებულ ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე, საიტზე მითითებული ფასების სისწორესა და მომხმარებლისთვის თანხის უკან დაბრუნების (Refund) პროცესის მართვაზე სრულ იურიდიულ და ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებს მომსახურების მიმწოდებელი — ინდივიდუალური მეწარმე ეკა ნიკოლაიშვილი (ს/კ: 01003011048). თანხის დაბრუნება (პირობების დაცვის შემთხვევაში) ხორციელდება იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.

    4. მხარდაჭერა და პრობლემების მოგვარება

    4.1. ცხელი ხაზი:

    ნებისმიერი შეფერხების, ტექნიკური ხარვეზის ან პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მხარდაჭერის ცხელ ხაზს: +995 591 061 007.