რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. საინტერესო კულტურული ნიმუშების გარდა, ამ ტერიტორიაზე შეგიძლიათ დატკბეთ გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და თვალწარმტაცი ხედებით. სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები ჰარმონიულად ერწყმის რაჭის ულამაზეს ბუნებას.