სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარე რეგიონია. რეგიონს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რამაც საუკუნეების განმავლობაში ხელი შეუწყო მის ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს მეზობელ ქვეყნებთან. აქ შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული და წინაქრისტიანული ძეგლი. ის ასევე მდიდარია ბუნებრივი ძეგლებითა და კურორტებით.